სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტუდენტური კლუბების პირველი კონფერენცია SEU-ში

12 ივნისი, 2024

11 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა სტუდენტური კლუბების პირველი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტური კლუბის თავმჯდომარეებმა და საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა. 

კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლიანა აფაქიძემ მიმოიხილა: სტუდენტური კლუბების საქმიანობა, უპირატესობები, კლუბის დებულება, საჭირო ფორმები, სტუდენტური კლუბების მხარდაჭერის მექანიზმები, გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა. 

შეხვედრისას მომხსენებლებმა ისაუბრეს:

  • კლუბის საქმიანობაზე/მიზანზე;
  • განხორციელებულ ღონისძიებებზე;
  • საუკეთესო პრაქტიკაზე;
  • სტუდენტთა ჩართულობის მაჩვენებელზე;
  • პროექტების შედეგიანობაზე;
  • სამომავლო გეგმებზე;
  • ძირითად გასაუმჯობესებელ მხარეებზე; 
  • დაგეგმილი გასაუმჯობესებელი მხარეების კონკრეტულ აქტივობებზე;

კონფერენცია კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. 

კონფერენციას დაესწრნენ სხვადასხვა პროგრამის ხელმძღვანელები, რომლებმაც ისაუბრეს კლუბების მნიშვნელობაზე.

მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.

Message body empty