17 აპრილს, SEU-ში კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა მორიგი „დასაქმების ფორუმი 2024“.
ფორუმის მიზანი იყო დამსაქმებლებისა და SEU-ს სტუდენტების/კურსდამთავრებულების დაკავშირება, კარიერის განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიებმა:
SEU-ს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ წამყვანი კომპანიის HR-ებს, უშუალოდ დამსაქმებლისგან მიეღოთ ინფორმაცია სამუშაო პირობების და კარიერული განვითარების შესახებ, ასევე ადგილზე შეეძლოთ სხვადასხვა სფეროს სააპლიკაციო ფორმის შევსება.
ღონისძიების დროს დაინტერესებულ პირებს ერთიან სივრცეში შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ მათ შორის, ისეთ ვაკანსიებს, როგორებიცაა: სექტორის მენეჯერი, პერსონალის შერჩევის და კარიერის მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ტალანტების მოზიდვისა და დამსაქმებლის ბრენდინგის მენეჯერი, პერსონალის შერჩევის და კარიერის მართვის განყოფილების უფროსი, გამყვანი ტუროპერატორი, შემომყვანი ტუროპერატორი, ადამიანური რესურსების მენეჯერი, დირექტორის თანაშემწე, ადამიანური რესურსების დირექტორი, ადვოკატი, სტრატეგიული ბაზრების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი და სხვა.
ფორუმის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ვიცე-რექტორებმა, კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ფაკულტეტის დეკანებმა და SEU-ს მოწვეულმა სტუმარმა ფონზ მორისმა, რომელიც გახლავთ ნეტფლიქსის პლატფორმის წამყვანი ციფრული დიზაინერი მონეტიზაციის და კონვერტიზაციის მიმართულებით.
აღსანიშნავია ის, რომ ფორუმში აქტიურად იყვნენ ჩართულები SEU-ს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
მნიშვნელოვანი ისიც, რომ დასაქმების ფორუმს SEU-ს ახალი პარტნიორი კომპანიები შემოუერთდნენ მრავალფეროვანი ვაკანსიებით.
ჩვენთვის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმება და კარიერული განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. SEU მუდმივად ახორციელებს მსგავს ღონისძიებებს და აქტიურად თანამშრომლობს დამსაქმებლებთან, რათა სტუდენტს და კურსდამთავრებულებს ხელი შეუწყოს დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაში.
დასაქმების ფორუმი ჩატარდა SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, რომელიც ზრუნავს სტუდენტების და კურსდამთავრებულების კარიერულ განვითარებაზე და მათ აქტიურად სთავაზობს მიზნობრივ: ტრენინგებს, ვორკშოფებს, დასაქმების ფორუმებს და სხვა.