სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

შეხვედრა SEU-ს პარტნიორ ორგანიზაციებთან

28 მარტი, 2024

27 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში დამსაქმებლებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა:

  • უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება;
  • სტუდენტებისათვის დასაქმების ბაზარზე მოთხოვნილი უნარების შესწავლა, რომელიც განსაკუთრებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროგრამების განვითარებისათვისაა მნიშვნელოვანი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჩვენი პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები, დირექტორები,  დამფუძნებლები, HR ბიზნეს პარტნიორები და HR მენეჯერები საბანკო, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროდან. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შემდეგი პარტნიორი კომპანიები:

თეგეტა მოტორსი, სოლვიტი, კავკასიის ავტოიმპორტი, Digital Marketing House, ორიენტ ლოჯიკი, მარკეტინგული ღრუბელი, გრანთ თორთონ საქართველო, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, ტერაბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფი და Moore Abc.

აღსანიშნავია, რომ SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროგრამები (საბაკალავრო და სამაგისტრო) მორგებულია თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს, ეფუძნება ბაზრის კვლევებსა და სწავლების ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოცდილებას.

ღონისძიება ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

Message body empty