საჯარო ლექცია თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება კარიერის ზრდისა და შესაძლებლობებისთვის“
25 მარტი, 2024
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება კარიერის ზრდისა და შესაძლებლობებისთვის“.
ლექციის მომხსენებელი იყო - ანა ანდღულაძე, Data Art-ის ტექ-ტალანტების შერჩევის მენეჯერი.
ლექციის ფარგლებში განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა:
- AI სამუშაო რევოლუცია;
- AI რეკრუტინგსა და კარიერაში;
- კარიერის/თვითგანვითარების ინსტრუმენტები;
- AI ინსტრუმენტები კარიერული კვლევებისთვის;
- AI რეზიუმე და LinkedIn-ის შექმნა;
- ინტერვიუს მომზადების ინსტრუმენტები;
- ონლაინ სასწავლო პლატფორმები.