სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სკოლების ვიზიტი SEU-ში

13 მარტი, 2024

12 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დუისის, სსიპ იოანე მინჩხის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ინჩხურისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ყელქცეულის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე გაიმართა. 

შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია: საბაკალავრო პროგრამების; სტუდენტური ცხოვრების; გაცვლით პროგრამების; SEU-ს განსაკუთრებული შეთავაზებების და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

ღია კარის დღე ჩატარდა ტურიზმის პროგრამის ორგანიზებით, რომელსაც ასოც.პროფესორი ლანა მზარელუა ხელმძღვანელობდა.  SEU-ს ტურიზმის ლაბორატორიაში მოსწავლეებს უმასპინძლა პროგრამის ხელმძღვანელმა მალხაზ ღვინჯილიამ, ხოლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს პროფესორებმა კობა არაბულმა და ნიკო კვარაცხელიამ.

Message body empty