სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია "ექსპლორიუმი“-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

23 იანვარი, 2024

SEU-სა და თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია "ექსპლორიუმი“-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

22 იანვარს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია "ექსპლორიუმი“-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. 

მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებას და კარიერული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები, ასევე ხაზი გაესვა სასკოლო ლაბორატორიის ჩართულობის მნიშვნელობას საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესების პროცესში.