სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

27 იანვარი, 2024

26 იანვარს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის  ფარგლებში  სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ გაიარონ სტაჟირება და დასაქმდნენ ასოციაციაში, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში და განივითარონ პრაქტიკული უნარები. 

თანამშრომლობა ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული მართვის კომპეტენციების განვითარებას, ასევე  საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებას.

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით, ყოველდღიურად მილიარდობით გიგაბაიტ მონაცემების გენერირებას ახდენს, რაც სწრაფად მზარდი ხელოვნური ინტელექტისთვის (AI) უმნიშვნელოვანესი წყაროა.