სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU და UCMAS Georgia

19 იანვარი, 2024

18 იანვარს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში UCMAS Georgia-ს (მენტალური არითმეტიკის სისტემის საერთაშორისო კონცეპტი) საერთაშორისო დონის დამადასტურებელი გამოცდის დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა.  ცერემონიაზე სპეციალური ჯილდოები და საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცა 300-ზე მეტ მოსწავლეს. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ SEU-სა და UCMAS Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტების განხორციელება: კონფერენციების, სემინარების, ლექციების და ა.შ. ასევე  ჩვენს სტუდენტებს შეეძლებათ პრაქტიკები გაიარონ  UCMAS Georgia-ში.

SEU მუდმივად მხარს უჭერს მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო პროექტებს, რადგან ამ ტიპის ღონისძიებები მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითობის განვითარებას უწყობს ხელს.