საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას ვებ-დეველოპერის პოზიციაზე
სამუშაოს აღწერა:
- უნივერსიტეტის ვებ-გვერდის განვითარებაზე მუშაობა
- ვებგვერდზე ახალი მოდულების დანერგვა
- ვებგვერდის საძიებო სისტემებთან ადაპტაცია
- ახალი და არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება;
- მოწოდებული ტექნიკური ამოცანების შეფასება და განხორციელება;
- განხორციელებული პროგრამული ცვლილებების ტესტირების მხარდაჭერა;
- განყოფილების შიდა სტანდარტების, პროცედურების და ინსტრუქციების დაცვა.
განათლება და გამოცდილება:
- სასურველია ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში;
- ვებგვერდების დამზადების გამოცდილება
ძირითადი მოთხოვნები:
- WEB პროგრამირების ტექნოლოგიების ცოდნა ( HTML , CSS, JS)
- ANGULAR – კარგი ცოდნა
- PHP OOP- ზე წერის გამოცდილება
- php framework-ის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება laravel-ს)
- სასურველია ვერსიის მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (version control system, github)
- SEO - ძიების სისტემებთან ოპტიმიზაციის ცოდნა
უნარ-ჩვევები:
- ვებგვერდების საძიებო სისტემასთან ადაპტაცია
- ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ამოცანის შესასრულებლად სავარაუდო ვადის დადგენა და დაცვა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- რამდენიმე ამოცანის ერთდორულად შესრულების უნარი
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა
- მიზანსწრაფულობა
- პრობლემების გადაჭრის უნარი
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
განაცხადების გადარჩევა
გასაუბრება
შერჩევისას პრიორიტეტული იქნება პორტფოლიო და ნამუშევრები.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 აპრილი 2018 წელი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!