საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი "სეუ" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად უცხო ენების სწავლების დეპარტამენტში ინგლისური და რუსული ენების მიმართულებებით
ინგლისური ენა
ასისტენტპროფესორი - 8 ვაკანსია
აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ კონკურსანტებს უნივერსიტეტთან აფილირება შეეთავაზებათ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს აკადემიური პერსონალის აფილირების წესის შესაბამისად.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ან პროფესიული ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით.
მოთხოვნები ასისტენტპროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
აკადემიური ნიშნით:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების განხორციელების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება
- ინგლისური ენის სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა
პროფესიული ნიშნით:
- დარგის ადეკვატური პროფესიული გამოცდილება არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება, რაც დაკავშირებულია დარგში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (შეთავაზებული სასწავლო კურსების შესაბამისი მიმართულებით)
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები
- შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვა / შესაბამისი სასწავლო კურსების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება
- ინგლისური ენის სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა
დამატებითი კრიტერიუმები:
შესაბამის დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები
პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა
ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების სწავლების მეთოდიკის მიმართუილებით გამოცდილება
ენობრივი კომპეტენციის სერტიფიკატები (Delta Celta და სხვა)
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით. (განცხადებად ჩაითვლება ელექტრონული წერილის საგანში შესაბამისი ვაკანსიის მითითება)
- ავტობიოგრაფია (CV) ან კონკურსანტის შევსებული ანკეტა
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები, ინფორმაცია პროფესიული გამოცდილების, გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა შ;
- ენობრივი კომპეტენციის სერტიფიკატი და დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სურვილისამებრ).
- კონკურსანტის განსახორციელებელი სასწავლო კურსების ხედვა (აღწერა ან/და სილაბუსი).
- საუნივერსიტეტო უცხო ენის სწავლების პროგრამის კონცეპცია. (პროფესორის თანამდებობისთვის)
კონკურსის ეტაპები:
- კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად)
- საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება)
კონკურსის პირობები:
- საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.
- კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.
კონკურსანტების შერჩევის პირობები:
- პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევით, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენით
- მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებით
- კონკურსანტების შერჩევა მოხდება უნივერსიტეტთან აფილირების შეთანხმების პირობით
კონკურსის ვადები:
- კონკურსი გამოცხადებულია 2014 წლის 25 ნომებრიდან
- აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის 15 იანვრის ჩათვლით.
- კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა ჩატარდება 2017 წლის 18-19 დეკემბერს.
- კონკურსის მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2017 წლის 20-21 დეკემბერს
- კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2017 წლის 22 დეკემბერს.
- სააპელაციო განაცხადები მიიღება 2017 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.
- სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2017 წლის 28 დეკემბერს
- კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2017 წლის 29 დეკემბერს.
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.
საკონტაქტო ელფოსტა: [email protected] ტელ: 2 90 00 00 შიდა 13 ან 2 90 00 00 შიდა 21
დამატებითი დოკუმენტაცია:
კონკურსანტის ანკეტა
პროგრამის უცხო ენის სწავლების ბლოკის ჩარჩო ფორმა
სილაბუსის ჩარჩო ფორმა
აკადემიური კონკურსის ჩატარების წესი
აფილირების წესი
აკადემიური პერსონალის სტანდარტული სამუშაო აღწერილობა