ა) საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი) ან მასთან გათანაბრებული და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს აღნიშნულ პროგრამაზე
ბ) ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია:
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში; პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
გ) ჟურალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე ჩასაბარებლად სავალდებულოა უცხოური ენებიდან ინგლისური ენის ჩაბარება და მინიმალური 35 ქულის მიღება; არჩევითი საგნებიდან აბიტურიენტს შეუძლია ჩააბაროს კანონმდებლობით დადგენილი შემდეგი არჩევითი საგნები: ისტორია, ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია.
დ) ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის წესით გადმოსულ სტუდენტთა მიღება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N 10/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.