თუ SEU-ს მაგისტრატურაში ჩაირიცხები 100%-იანი სახელმწიფო გრანტით და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასური აღემატება 2250 ლარს - მიიღებ SEU გრანტს, რომლითაც შენ მიერ ყოველწლიურად გადასახდელ თანხას სრულად დაფარავ!
ყველა სხვა, SEU-ს მაგისტრატურაში ჩარიცხული სტუდენტი, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მეორე და ყოველ მომდევნო სემესტში მიიღებს სწავლის საფასურის 10%-იან შეღავათს საკუთარი სწავლის შედეგების შესაბამისად, რაც გულისხმობს - ყოველი წინა სემესტრის თითოეულ საგანში არანაკლებ 71 ქულის მიღებას.
ფინანსური შეღავათი აკლდება სტუდენტის სწავლის საფასურს, სტუდენტი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს კუთვნილი თანადაფინანსების ფულადი ეკვივალენტის მიღება.