საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული:
იცნობს თანამედროვე ბიზნესის არსს, თავისებურებებსა და გამოწვევებს;
აფასებს ეკონომიკურ მოვლენებს, პროცესებს და აკავშირებს ბიზნესთან;
არჩევს ორგანიზაციის შიდა და გარე გარემოსთან კომუნიკაციის ფორმებს;
იყენებს ორგანიზაციის რესურსების მართვის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს;
ავლენს ინდივიდუალური და გუნდური ქცევის მოტივებს და ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას;
შეიმუშავებს პროექტს და ასაბუთებს მის განხორციელებადობას რაოდენობრივი ან/და ხარისხობრივი კვლევით და მისი შედეგების კომუნიკაციით;
განასხვავებს ბიზნეს სტრატეგიების სახეებს და მსჯელობს მათი დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ;
იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს მენეჯერული ფუნქციების განხორციელების პროცესში;
ანვითარებს მენეჯერული აზროვნების ხუთ კომპონენტს: რეფლექსური აზროვნება, ანალიტიკური აზროვნება, გლობალური აზროვნება, თანამშრომლობაზე ორიენტირებული აზროვნება, ქმედებაზე ორიენტირებული აზროვნება;
ახორციელებს დაგეგმვას, ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და კონტროლს გუნდში მუშაობისას ან დამოუკიდებლად და აცნობიერებს ამ პროცესში ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს.