სამედიცინო დახმარების სამსახურის კომპერტენციაში შედის:
- საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისთვის;
- გარკვეული ინფექციური თუ ვირუსული დაავადების გავრცელების შემთხვევაში, ან გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უფასო სამედიცინო კონსულტაციებისა და დახმარების გაწევა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისათვის;
- უნივერსიტეტის პერსონალის დაზღვევის ორგანიზება და კონსულტაციის გაწევა სადაზღვევო საკითხებში;
სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი:
- სამედიცინო დახმარების სამსახურს (შემდგომში-სამსახური) ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სერვისების მართვის დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- სამსახურის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.