დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის:
- უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის კარიერული სერვისის ხელშეწყობა და განვითარება;
- კარიერული სერვისების განვითარებისათვის სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორთან კოორდინირება და თანამშრომლობა;
- დამსაქმებლებთან ურთიერთობა: დასაქმების და სტაჟირების მიზნით მათთან სისტემატიური ურთიერთობადა ამ კუთხით მემორანდუმების გაფორმება და ა.შ;
- სტუდენტებთან, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფებთან, სტუდენტურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და კურსდამთავრებულებთან პროექტებისა და ნოვატორული ინიციატივების ხელშეწყობა და კოორდინირება.
- უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროექტების ორგანიზება;
- რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით გამოკითხვების ჩატარება, ანალიზი, ანგარიშის მომზადება და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობა;
- უნივერსიტეტის სახელით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა სამთავრობო უწყებებთან, კერძო და არასამთავრობო სექტორთან;
- სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა პროფესორ-მასწავლებლებთან, უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეებთან, შესაბამისი რეკომენდაციების, წინადადებების და ინიციატივების მიღება და შესაბამისი პროექტების განხორციელება;
- უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობის უზრუნველყოფა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში.
დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
- დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტს
- მდგომში-დეპარტამენტი) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი;
- დეპარტამენტს უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს;
- დეპარტამენტის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.
დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის შემადგენლობაშია სტრუსქტურული ერთეული - კარიერის განვითარების ცენტრი.