უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაში შედის:
- ახორციელებს დისციპლინის დაცვას უნივერსიტეტის შინაგანაწესით და ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნებით;
- აკონტროლებს სტუდენტთა უნივერსიტეტში შემოსვლის პროცესს სტუდენტთა ბარათების მეშვეობით;
- ახორციელებს უნივერსიტეტის შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის დამრღვევი სტუდენტების გამოვლენას და მათი საქმის განსახილველად გადაცემას უნივერსიტეტის შესაბამისი დისციპლინური კომისიისათვის;
- ზრუნავს უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების უსაფრთხოებაზე;
- ზრუნავს უნივერსიტეტის შენობის უსაფრთხოებაზე;
- სათვალთვალო კამერების საშუალებით აწარმოებს შენობაში მიმდინარე პროცესებზე კონტროლს კანონმდებლობის დაცვით;
- იცავს უნივერსიტეტის ქონებას გაფუჭება–გაძარცვისაგან;
- აღასრულებს რექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და სამართლებრივ აქტებს.
უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
- უსაფრთხოების სამსახურს (შემდგომში-სამსახური) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი;
- სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს;
- სამსახურის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.