სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, ხარისხის სისტემატური შეფასებისათვის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში (შემდგომში - უნივერსიტეტი) ფუნქციონირებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციაში შედის:
- სასწავლო პროცესის ხარისხის სისტემატური შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების დაგეგმვას, შესრულების კოორდინირებას და მიღწევის მონიტორინგს;
- ახორციელებს და საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებს, რომელიც ითვალისწინებს უწყვეტი ციკლის შემდეგ სტადიებს - ,,დაგეგმე - განახორციელე - შეამოწმე - განავითარე“.
- ხელ უწყობს უნივერსიტეტში სწავლება-სწავლის ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებას;
- შეიმუშავებს და ნერგავს სასწავლო პროცესის ხარისხის კონტროლის მექანიზმებსა და კრიტერიუმებს;
- განსაზღვრავს სასწავლო და კვლევითი პროცესების ხარისხის შეფასებისათვის საჭირო ინსტრუმენტებს;
- შეიმუშავებს სასწავლო და კვლევითი პროცესების ხარისხის გაუმჯობესების მეთოდებს და ახორციელებს პროცესების მიმდინარეობის მუდმივ შეფასებას;
- ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლება-სწავლის და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვით;
- შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების სილაბუსებისა და სხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დოკუმენტების ფორმებს;
- ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსობრივ და სტრუქტურულ ანალიზს და დასრულებულ ვარიანტს განსახილველად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
- ახორციელებს პროგრამების შეფასების პერიოდულ მონიტორინგს აკადემიური, მოწვეული, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის, სტუდენტების, კურსდამთავრებულების, დამსაქმებლების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ინფორმაციის სისტემური შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის მეშვეობით;
- შეფასებების შედეგების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და გაუმჯობესებისათვის;
- ატარებს ტრენინგებს, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრებს უნივერსიტეტის აკადემიური/მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ავტორიზაციასთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე;
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ჰყავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- სამსახურის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.