ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის:
- კანცელარიის (საქმისწარმოების) საქმიანობით გათვალისწინებული ფუნქციების მართვა-შესრულება;
- შემოსული კორესპოდენციების გაანაწილება კომპეტენციის მიხედვით შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში;
- უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ კორესპოდენციის შესრულების მონიტორინგი;
- სწავლის საფასურის მობილიზაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის კონტროლი;
- ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
- საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და დაარქივება.
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი
- ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შემდგომში-დეპარტამენტი) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- დეპარტამენტის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.
ადმინისტრაციული დეპარტამენტის შემადგენლობაშია შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
- საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახური;
- იურიდიული სამსახური;