მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის:
- ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- ღონისძიებების შემუშავება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის მიმართულებით;
- შენობა-ნაგებობების, კაბინეტ-ლაბორატორიების, ბიბლიოთეკების, კომპიუტერული ცენტრების თანამედროვე დონეზე მოწყობისათვის ზრუნვა;
- უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მომარაგება მასალებით, სამეურნეო და საკანცელარიო ინვენტარით ;
- უნივერსიტეტის სასწავლო ოთახების, მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობა;
- ენერგეტიკის, სანტექნიკის, კავშირგაბმულობის და სხვა სისტემების საქმიანობის კოორდინაცია;
- უნივერსიტეტის სასაწყობო მეურნეობის კონტროლი.
მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი
- მატერიალურ-ტექნიკურ დეპარტამენტს (შემდგომში-დეპარტამენტი) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- დეპარტამენტის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.
მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტის შემადგენლობაშია შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
- სამეურნეო სამსახური;
- დასუფთავების სამსახური;
- შესყიდვების სამსახური.