ფინანსური დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის:
- ფინანსური პოლიტიკის დაგეგმვა, მონიტორინგი;
- სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ფინანსური ბიუჯეტის მომზადება;
- ანგარიშგების მართვასა და ოპერაციებთან, დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებასთან, ბიუჯეტის მართვასთან და კონტროლთან, ხაზინასთან, სტუდენტურ შეღავათებთან, ბიუჯეტის შემუშავებასთან, ინვესტიციებთან და სახელფასო ფონდებთან დაკავშირებული საკითხების მართვა;
- სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი;
- საბიუჯეტო კონტროლი, დებიტორული და კრედიტორული გადასახდელის კონტროლი, ფინანსური ოპერაციების ზედამხედველობა და უნივერსიტეტის ფინანსური ანგარიშგების მომზადება.
- შესყიდვების, შესრულებების და ქონების კონტროლი, მიღება და გადაზიდვა, უძრავი ქონების შეძენა, რისკის მართვა და დაზღვევა.
- ფინანსური ანგარიშგების, შიდა საბუღალტრო დოკუმენტაციის და გადარიცხვების შესაბამისობის უზრუნველყოფა გარე და შიდა ნორმატიულ აქტებთან;
- სარევიზიო მაკონტროლებელ ორგანოებთან მუშაობა, მათთვის მოთხოვნილი ინფორმაციისა და ფინანსური დოკუმენტაციის მიწოდება/მომზადება;
- ფინანსური მდგომარეობის შესახებ რექტორთან ანგარიშგება, რისკების მინიმალიზაცია;
- კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება და მიწოდება დაინტერესებული მესამე პირებისთვის და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უნივერსიტეტის ფინანსური ინტერესების წარდგენა მესამე პირებთან ურთიერთობისას.
ფინანსური დეპარტამენტის უფროსი
- ფინანსურ დეპარტამენტს (შემდგომში-დეპარტამენტი) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- დეპარტამენტის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.