ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის (შემდგომში-დეპარტამენტი) კომპეტენციაში შედის:
- მომსახურებას უწევს და ზრუნავს უნივერსიტეტის: ტექნიკაზე, კომპიუტერების გამართულ მუშაობაზე, კომპიუტერულ ქსელებზე, სერვერზე, უკაბელო ინტერნეტსა და სხვა;
- უზრუნველყოფს ყველა სახის კომპიუტერული ტექნიკის ზუსტ აღრიცხვას, მათ შეკეთებასა და საიმედო შენახვას;
- მზადყოფნაში მოჰყავს ლექციისათვის საჭირო ტექნიკა ლექტორის წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე;
- ასრულებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ცალკეულ დავალებებს საჭიროების შესაბამისად.
- შემუშავებს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიას;
- ზრუნავს უნივერსიტეტში პროგრამული უზრუნველყოფის პროცესების ავტომატიზაციასა და შესაბამისად სტუდენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე;
- ზრუნავს თანამედროვე ინფორმაციული სისტემების განვითარებასა და უნივერსიტეტში დანერგვაზე.
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- დეპარტამენტის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის შემადგენლობაშია შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
- პროგრამული განვითარების სამსახური;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური.