უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სერვისების მართვის დეპარტამენტის (შემდგომში-დეპარტამენტი) კომპეტენციაში შედის:
- უნივერსიტეტში შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება;
- შეხვედრები უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან და შემდგომ რექტორისთვის მოხსენება;
- სტუდენტთა და დაინტერესებულ პირთა მხრიდან ნებისმიერი საკითხის, მათ შორის პრობლემების, რექტორისთვის მიწოდება;
- ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებით ასევე მობილობით გადმოსულ სტუდენტთათვის ხელშეკრულების პირობების (გადასახადის გრაფიკების, ფინანსური შეღავათების, სტიპენდიების) რექტორთან შეთანხმება და აღნიშნული ინფორმაციის შესაბამის სამსახურისთვის მიწოდება;
- აბიტურიენტთა ინფორმირება საგანმანათლებლო პროგრამების, ფინანსური შეღავათების, სტუდენტთა სასწავლო და საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ;უნივერსიტეტის შენობაში არსებული ფართის სხვა რომელიმე გარე სამსახურისთვის დროებით სარგებლობისთვის დათმობის შესახებ რექტორის ინფორმირება გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
- სტუდენტთა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის, შიდა და გარე მობილობის პროცესის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით სეუ-ს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კონტროლი
- საინფორმაციო სამსახურისთვის რეგულარულად ინფორმაციების მიწოდება და მათ მიერ დაინტერესებულ პირთათვის მიწოდებულ ინფორმაციის კონტროლი;
- სტუდენტურ საქმეთა მენეჯერების საქმიანობის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
- კულტურისა და სპორტის სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა განხორციელების პროცესის მონიტორინგი;
- სამედიცინო დახმარების სამსახურის საქმიანობის მონიტორინგი;
- სეუ-ფიტნესის გამართულად ფუნქციონიერბისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და კონტროლი;
- უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მონიტორინგი;
- კონტენტ მენეჯერისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება და კონტროლი;
- სტუდენტის კმაყოფილების და საჭიროების კვლევა შეფასება.
დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე;
დეპარტამენტის უფროსი
- დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- დეპარტამენტის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.
დეპარტამენტის შემადგენლობაშია შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
- სტუდენტურ საქმეთა სამსახური;
- საინფორმაციო სამსახური;
- კულტურისა და სპორტის სამსახური;
- სამედიცინო დახმარების სამსახური;
- საერთო საცხოვრებელი;
- სეუ-ფიტნესი.