ვიცე-რექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
ვიცე-რექტორის ფუნქციებია:
- უნივერსიტეტის საქმიანობის მიმდინარე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, სტრატეგიული განვითარების მიმართულებების შესრულებისა და მიღწევადობის ინდიკატორების შემუშავება, უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ღონისძიებათა კოორდინირება;
- შეფასების, მონაცემების ანალიზისა და განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმის დასახვა;
- სასწავლო პროცესის განვითარების, სტრატეგიული მიზნების რეალიზების, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების ღონისძიებების დაგეგმვისა და გატარების მონიტორინგი;
- უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის მუშაობის ხელშეწყობა სასწავლო პროცესის განვითარების ნაწილში;
- უნივერსიტეტის მმართველობითი საქმიანობის განხორციელება საგანმანათლებლო პროცესის, საუნივერსიტეტო კურიკულუმისა და სწავლების ორგანიზაციის განვითარების, თანამშრომლობითობის გაზრდისა საუნივერსიტეტო აკადემიური გარემოს ინოვაციური განვითარების ნაწილში.
ვიცე-რექტორის დაქვემდებარებაში შედის ვიცე-რექტორის აპარატში შემავალი სტრუქტურული ერთეულები და მენეჯერები:
- სასწავლო პროცესის მართვის სამსახური;
- საგამოცდო ცენტრი;
- ბიბლიოთეკა;
- საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი;
- მონაცემთა ანალიზის მენეჯერი;
- კვლევების განვითარების მენეჯერი.