კარიერის განვითარების ცენტრის კომპეტენციაში შედის:
- უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის დასაქმების შესაძლებლობებთან და ვაკანსიებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაციის სისტემატურად მიწოდება;
- შრომის ბაზარზე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების მონაცემების შეგროვება და კურსდამთავრებულთა მონაცემთა ბაზებში ასახვა;
- პოტენციურ დამსაქმებლებთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პრაქტიკა/სტაჟირებასა და დასაქმებას;
- სტუდენტებისათვის ტრენინგების ჩატარება სამსახურის ძებნის ტექნიკის სრულყოფაზე, რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის შედგენასა და გასაუბრების თავისებურებებზე (შეხვედრების ორგანიზება წამყვანი კომპანიებისა და ბრენდების წარმომადგენლებთან);
- სტუდენტთა ექსკურსიების მოწყობა სხვადასხვა პროფილურ ორგანიზაციაში;
- უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს შორის შეხვედრების ორგანიზება გამოცდილების გაზიარების მიზნით;
- პროფესიულ ორიენტაციასთან, დასაქმებასა და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების, მასტერ-კლასების ან კონფერენციების ორგანიზებას ერთი მხრივ, უნივერსიტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და მეორე მხრივ, პოტენციურ დამსაქმებლებს, HR სპეციალისტებსა ან სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს შორის;
- სტუდენტების ინფორმირება (ელ-ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან სხვა გზავნილების საშუალებით) კონკრეტული ვაკანსიების შესახებ, დამსაქმებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის გავრცელებას სტუდენტებს შორის;
- დამსაქმებლებთან მიზნობრივი შეხვედრების მოწყობა. დასაქმების ფორუმების ორგანიზებასა და ამ ღონისძიებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინირება, როგორც შინაარსობრივი, ასევე ორგანიზაციული თვალსაზრისით;
- სასწავლო პრაქტიკის დაგეგმარების მიზნით თანამშრომლობა პროგრამის ხელმძღვანელებთან.
კარიერის განვითარების ცენტრის მენეჯერი
- კარიერის განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობს მენეჯერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- კარიერის განვითარების ცენტრის მენეჯერი ანგარიშვალდებულია დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს;
- კარიერის განვითარების ცენტრის მენეჯერის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.