იურიდიული სამსახურის კომპეტენციაში შედის:
- უნივერსიტეტის საქმიანობის ფარგლებში ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულებში მოსამზადებელი ხელშეკრულებების, სამართლებრივი აქტების პროექტების, შინაგანაწესის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- კომპეტენციის ფარგლებში შემოსული განცხადებების განხილვაში მონაწილეობის მიღება;
- ქვეყნის განათლების სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, უნივერსიტეტის დოკუმენტაციის ქვეყნის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა საგანმანათლებლო და შრომით ურთიერთობებზე;
- უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
იურიდიული სამსახურის უფროსი
- იურიდიულ სამსახურს (შემდგომში-სამსახური) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- სამსახურის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.