საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის კომპეტენციაში შედის:
- უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ შექმნილი დოკუმენტაციის დამუშავება, უნივერსიტეტის ოფიციალული მიმოწერის ფორმების გამოყენებით;
- დოკუმენტბრუნვის ვადების დაცვის მონიტორინგი;
- ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის ადმინისტრირება და მართვა;
- საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში საჭირო ინფორმაციის ასახვა;
- სტუდენტის სტატუსის ცვლილების (შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის) შესახებ გამოცემული ბრძანებების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ჩანაწერების სისწორის მონიტორინგი;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოება და ცნობების გაცემა;
- მობილობის პროცესთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა;
- სტუდენტთა სტატუსის ცვლილებაზე განცხადებების განხილვა და რეაგირება;
- სტუდენტთა სტატუსის ცვლილება უნივერსიტეტის შიდა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში;
- უნივერსიტეტის ოფიციალური ელ.ფოსტის მართვა.
საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის უფროსი
- საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურს (შემდგომში-სამსახური) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- სამსახურის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.