დასუფთავების სამსახურის კომპეტენციაში შედის:
- შენობა-ნაგებობის დასუფთავება შიდა და გარე პერიმეტრზე;
- სველი წერტილების გამართული ფუქნციონირების უზრუნველყოფა;
- თამბაქოს მოხმარების აკრძალვაზე კონტროლი;
- სანიტარული მდგომარეობის მონიტორინგი.
დასუფთავების სამსახურის უფროსი
- დასუფთავების სამსახურს (შემდგომში-სამსახური) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- სამსახურის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.