სამეურნეო სამსახურის კომპეტენციაში შედის:
- საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით ქონებისა და საფინანსო ვალდებულებათა ინვენტარიზაციის ჩატარება;
- მატერიალურ-ტექნიკური და კომუნალური გადასახადების გადასახდელად ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
- უნივერსიტეტის სასწავლო ოთახების, მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობა;
- სამშენებლო-სარემონტო და საექსპლუატაციო სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვის უზრუნველყოფა;
- სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისას უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.
სამეურნეო სამსახურის უფროსი
- სამეურნეო სამსახურს (შემდგომში-სამსახური) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- სამსახურის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.