ბუღალტერიის კომპეტენციაში შედის:
- უნივერსიტეტის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
- უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა: შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა, ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- შესყიდვებისა და რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის მიღება და მისი პროგრამული ასახვა, დებიტორების და კრედიტორების აღრიცხვა და კონტროლი დებიტორულ კრედიტორულ ანგარიშებზე, ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
- ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება;
- საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი;
- უნივერსიტეტის სახელზე არსებული ძირითადი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
- შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალთან მუშაობა;
- უნივერსიტეტსა და სტუდენტებს შორის არსებული ფინანსური ურთიერთობების მონიტორინგის უზრუნველყოფა;
- ხელფასების აღრიცხვა და კონტროლი.
მთავარი ბუღალტერი
- ბუღალტერიასხელმძღვანელობს მთავარი ბუღალტერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- მთავარი ბუღალტერი ანგარიშვალდებულია ფინანსური დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- მთავარი ბუღალტერის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.