ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის კომპეტენციაში შედის:
- უნივერსიტეტის ფიზიკური და უკაბელო ქსელით უზრუნველყოფა;
- ყველა სახის კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება განახლება;
- უნივერსიტეტის სერვერის პროგრამული განახლება, მართვა, არსებული ინფორმაციის რეზერვაცია და უსაფრთხოება;
- ლექციისათვის საჭირო ტექნიკის მზადყოფნაში მოყვანა;
- ელექტრონული ფოსტის მართვა, მომხმარებლებზე ელექტრონული ფოსტის გამოყოფა;
- სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ცალკეული დავალებები.
ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს (შემდგომში-სამსახური) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- სამსახურის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.