სეუ - ფიტნესი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალში
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას, სპორტულ-რეკრეაციული
აქტივობებისთვის აუცილებელი გარემოსა და ინფრასტრუქტურის ორგანიზებას, შესაბამისი
კადრების მოძიებასა და სპორტულ-რეკრეაციული პროგრამების განხორციელებას.
სეუ-ფიტნესის სამსახური უზრუნველყოფს შემდეგი ფუქნციების განხორციელებას:
- უნივერსიტეტის სპორტული დარბაზისა და საცურაო აუზის ფუნქციონირებას.
- შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელების მოწვევას.
- ფიტნესით მოსარგებლე სტუდენტების აღირცხვას.
- სპორტულ-რეკრეაციული აქტივობების ორგანიზებას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
სეუ-ფიტნესის მენეჯერი:
- სეუ-ფიტნესს ხელმძღვანელობს სეუ-ფიტნესის მენეჯერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- სეუ-ფიტნესის მენეჯერი ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სერვისების მართვის დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- სეუ-ფიტნესის მენეჯერის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.