საინფორმაციო სამსახურის კომპეტენციაში შედის:
- უნივერსიტეტში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, სტუდენტებისათვის და დაინტერესებული პირებისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
- გამავალი ზარის განხორციელება და ინფორმაციის მიწოდება სტუდენტებისათვის, აკადემიური პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის;
- სასწავლო ბაზაში არსებული საინფორმაციო ველის ყოველდღიური მონიტორინგი და შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
- პრობლემური საკითხების გამოვლენა და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
- სოციალური ქსელის საშუალებით შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.
საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სერვისების მართვის დეპარტამენტის უფროსი.