კულტურისა და სპორტის სამსახურის კომპეტენციაში შედის:
- სპორტული და შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზება, სტუდენტებისა და პერსონალის შემოქმედებით საქმიანობაში ჩაბმა, სპორტის პოპულარიზაცია;
- კულტურული პროექტების განხილვა და მათი განხორციელების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
- უნივერსიტეტში კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობის განვითარება და ხელშეწყობა;
- სპორტული ტურნირებისთვის განაცხადის წარდგენა ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტში;
- სპორტული მოთამაშეების შერჩევა ნაკრებისთვის მწვრთნელებთან ერთად;
- სპორტული ნაკრების მომარაგება საჭირო ინვენტარით;
- ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტისა და ტურნირის გამართვის ადგილის შესაბამისი ქვეყნის საკონსულო სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად ყველანაირი დოკუმენტაციის წარმოება;
- კულტურული და სპორტული ღონისძიებების ბიუჯეტის შედგენა, ფინანსური ხარჯისა და საჭიროებების ანალიზი და დაფინანსების წყაროების მოძიება.
კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი
- კულტურისა და სპორტის სამსახურს (შემდგომში-სამსახური) ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სერვისების მართვის დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- სამსახურის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.