სტუდენტურ სამეთა სამსახურის კომპეტენციაში შედის:
- აბიტურიენტთა რეგისტრაცია: საჭირო დოკუმენტების მიღება, სწავლების ელექტრონულ სისტემაში (www.seu.ini.ge) სტუდენტთა მონაცემების რეგისტრაცია, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;
- სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება (საჭირო დოკუმენტების სრულყოფა);
- საგამოცდო უწყისების ამობეჭდვა;
- სტუდენტის თხოვნის საფუძველზე ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- სტუდენტებისათვის სეუ სტიპენდიისა და სასწავლო ფინასური შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პოტენციურ სტიპენდიანტთა და სასწავლო შეღავათის მქონე სტუდენტთა გადამოწმება და გამოვლენა;
- სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული სტუდენტებისთვის;
- შიდა მობილობის დროს სტუდენტთა საბუთების მოწესრიგება და სწავლების ელექტრონულ სისტემაში (www.seu.ini.ge) მონაცემთა ცვლილება;
- შიდა მობილობის დროს პროგრამულ ცვლილებასთან დაკავშირებული ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სტუდენტისთვის;
- შიდა მობილობის პროცესში სტუდენტის სასწავლო პროგრამის აღიარება/შედარება შესაბამის სასწავლო პროგრამასთან;
- უნივერსიტეტში მობილობით გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა განცხადებების რეგისტრაცია და თანდართული დოკუმენტების მიღება, სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამასთან არსებული სასწავლო ბარათის შედარება/აღიარება, სწავლების ელექტრონულ სისტემაში (www.seu.ini.ge) სტუდენტის მონაცემთა ასახვა, უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა, სტუდენტის დაინტერესების შემთხვევაში სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
- მაგისტრანტობის კანდიდატთა განცხადებების რეგისტრაცია, განცხადებაზე დართული საჭირო დოკუმენტების მიღება, სწავლების ელექტრონულ სისტემაში (www.seu.ini.ge ) სტუდენტის მონაცემების რეგისტრაცია, უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა, სტუდენტის დაინტერესების შემთხვევაში, სასურველი ინფორმაციის მიწოდება.
სტუდენტურ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სერვისების მართვის დეპარტამენტის უფროსი.