საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომპეტენციაში შედის:
- უნივერსიტეტის ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოებაში პოპულარობის ხარისხის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
- უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი სასწავლო და კულტურული ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა;
- შიდა საუნივერსიტეტო კომუნიკაცია;
- უნივერსიტეტის ფაკულტეტების, მათი საქმიანობის, ასევე, აკადემიური პერსონალის პოპულარიზაცია;
- საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის რექტორთან, ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრის დაგეგმვა-განხორციელება;
- პრეს-კონფერენციების და ინტერვიუების ორგანიზება, საინფორმაციო მასალების მომზადება;
- უნივერსიტეტის სახელით ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების გამოქვეყნება;
- უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე განსათავსებელად შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს (შემდგომში-სამსახური) ხელმძღვანელობს მენეჯერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- სამსახურის მენეჯერი ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სერვისების მართვის დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- სამსახურის მენეჯერის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.