სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის დაქვემდებარებაშია საგამოცდო ცენტრი, რომლის კომპეტენციაში შედის:
- პროფესორ-მასწავლებლების მიერ ტესტების დროული მოწოდების ორგანიზება;
- წერითი გამოცდების ტესტების ტექნიკური გასწორება, რაოდენობის განსაზღვრა და სტამბისთვის მიწოდება, დაბეჭდილი ტესტების დალაგება და გამოცდებზე გასაშვებად გამზადება;
- კომპიუტერზე ჩასაბარებელი ტესტების გადაცემა ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტისთვის;
- გამოცდების ორგანიზებულად ჩატარება, გამოცდებზე გასაშვები დამკვირვებლების გამოძახება და ტრენინგი;
- გამოცდების მონიტორინგი საგამოცდო პროცესის დროს, დასრულებული საგამოცდო ტესტების მოგროვება, დახარისხება და ლექტორებისათვის გადაცემა, პროფესორ-მასწავლებელთა ინფორმირება, საგამოცდო ქულების ბაზაში ასახვის ვადებთან დაკავშირებით;
- შუალედური და ფინალური გამოცდების გადაბარებების მომზადება და შესრულება;
- კურსდამთავრებულთა სიების გადაცემა სტამბისათვის, რიდერების გადამოწმება, დამზადებული დიპლომების გადამოწმება, რეგისტრაციაში გატარება, დიპლომებზე ფაკულტეტის დეკანებისა და რექტორის ხელმოწერის უზრუნველყოფა, დიპლომების გაცემა, დიპლომების დანართების მომზადება და გაცემა.
საგამოცდო ცენტრის უფროსი
- საგამოცდო ცენტრს (შემდგომში - ცენტრი) ჰყავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- ცენტრის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.