სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კომპეტენციაში შედის:
- აკონტროლებს და უძღვება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესს;
- ამზადებს სალექციო, შუალედური და დასკვნითი გამოცდების ცხრილებს;
- თვალყურს ადევნებს სასწავლო პროცესის მსვლელობას;
- ფინანსურ დეპარტამენტს აწვდის ინფორმაციას თითოეული აკადემიური პერსონალის მიერ
- სემესტრის განმავლობაში ჩატარებული საათების რაოდენობის შესახებ;
- უზრუნველყოფს დიპლომების მომზადებას კურსდამთავრებულთათვის გასაცემად;
- ამზადებს დიპლომების დანართებს;
- ახორციელებს რექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას.
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
- სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს (შემდგომში - სამსახური) ჰყავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
- სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ვიცე-რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- სამსახურის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.