სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

გლობალური ბიზნესის მენეჯმენტი (აკრედიტაციის პროცესში)

პროგრამის აღწერა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს გლობალური ბიზნეს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს მისცემს რეალურ ბიზნეს გამოცდილებას, რომელიც მიწოდებული იქნება რეალურ სამყაროში არსებული ქეისების შესწავლით, პროექტების შემუშავებით, რეპორტების მომზადებით და პრაქტიკის გავლით. 

აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს ლონდონის ქოვენთრის უნივერსიტეტის გლობალური ბიზნეს მენეჯმენტის პროგრამის ქართულ განათლების სისტემის სტანდარტებთან ადაპტირებულ ვარიანტს, რომელიც შექმნილია ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე. პროგამის სამომავლო პერსპექტივაა მიანიჭოს კურდამთავრებულს ორმაგი აკადამიური ხარისხი. გლობალური ბიზნესის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქოვენთრის უნივერსიტეტთან (Coventry University, United Kingdom).

ძირითადი სასწავლო კურსები უზრუნველყოფენ მყარ საფუძველს გლობალურ კონტექსტში ძირითად ბიზნეს სფეროებში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ფოკუსირება მოახდინონ გლობალური ბიზნესის მართვის კონტექსტზე რეალური ქეისების შესწავლით და პრაქტიკული დავალებების შესრულებით, რომლებიც გამოიყენება როგორც სწავლების, სწავლისა და შეფასების სტრატეგიის ნაწილი.

პროგრამის სწავლება, სწავლა და შეფასება მკაფიოდ არის ორიენტირებული კარიერის განვითარებაზე, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ აუცილებელ ცოდნას და თეორიებს, არამედ მნიშვნელოვან შემეცნებით, პრაქტიკულ და ტრანსფერულ უნარებს, რომლებიც საჭიროა კონკურენტუნარიან გლობალურ შრომის ბაზარზე. პროგრამის სწავლება, სწავლა და შეფასება ასევე ხელს უწყობს ტექნოლოგიურ განვითარებას კარიერული მიზნების მისაღწევად. 

საწარმოსა და მეწარმეობაზე ფოკუსირება სტუდენტებს აძლევს ალტერნატიულ კარიერულ პერსპექტივას და უვითარებს უნარებს, რათა შეძლონ შექმნან საკუთარი ბიზნესი.  სამეწარმეო უნარები, როგორიცაა გუნდური მუშაობა და ინიციატივისა და ორიგინალური აზროვნების დემონსტრირების უნარი, დავალებების დაწყებისას და მათი შესრულების ვადებში თვითდისციპლინასთან ერთად, არის არსებითი ატრიბუტები, რომლებიც საერთასორისო დამსაქმებელთათვის პრიორიტეტულ საკითხებად სახელდება. 

პროგრამა შედგენილია საერთაშორისო დასაქმების ბაზრების მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც კურსდამთავრებულს წარმატებულ კარიერულ განვითარებაში დაეხმარება.

პროგრამა აკრედიტაციის პროცესშია


იხილეთ სრულად

ზოგადი ინფორმაცია

გლობალური ბიზნესის მენეჯმენტი (აკრედიტაციის პროცესში)

Message body empty