English
EN GE

GPA - Grand Point Average – როგორც სტუდენტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი

GPA (Grand Point Average - საშუალო შეწონილი ქულა) არის სტუდენტის მიმდინარე და საბოლოო მოსწრების ამსახველი ინფორმაცია

სასწავლო კურსის თითოეულ შეფასებას მიესადაგება თავისი GP

შეფასება GP
51-60 0.5
61-70 1
71-80 2
81-90 3
91-100 4

თითოეულ საგანში მიღებული GP მრავლდება შესაბამისი საგნის კრედიტების რაოდენობაზე თითოეული საგნისათვის ცალცალკე.

საგანი, რომელიც სტუდენტმა დაასრულა უარყოფითი (F/Fx) შეფასებით, GPA-ის გამოთვლაში მონაწილეობას არ იღებს.

მიღებული შედეგი ჯამდება და იყოფა:

მიმდინარე GPA-ისთვის სტუდენტის მიერ შესაბამისი სემესტრისთვის გავლილი კრედიტების საერთო რაოდენობაზე,
საბოლოო GPA-ისათვის - საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ათვისებული კრედიტების საერთო რაოდენობაზე. შედეგად მიიღება სტუდენტის საბოლოო GPA

GPA როგორც სტუდენტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი

  • GPA = 4 არის სტუდენტის უმაღლესი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი
  • GPA > 3 არის სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი
  • GPA > 2 არის სტუდენტის ნორმალური აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი
  • GPA < 2 არის სტუდენტის დაბალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი


GPA მაჩვენებლი არ განაპირობებს სტუდენტის მიერ სასწავლო კურსში კრედიტის არ მინიჭების ან სტუდენტისთვის სხვა სანქციების დაკისრებას. GPA მაჩვენებლი მხედველობაში მიიღება მარტოოდენ სტუდენტის აკადემიური პროგრესის მონიტორინგისთვის

საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას GPA > 3.5 შედეგის მქონე სტუდენტი იღებს დიპლომს წარჩინებით.