English
EN GE

გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00–18:00 საათამდე; შაბათი დღე საჭიროების შემთხვევაში.

 

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • შესყიდვების სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქმიანი ურთიერთობების წარმოების პროცესში მონაწილეობა ადგილობრივ მომწოდებლებთან;
  • სასაქონლო ჯგუფების მიხედვით პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი;
  • ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • ახალი მომწოდებლების მოზიდვასა და მოლაპარაკებების წარმოებაში თანამონაწილეობა კატეგორიის მენეჯერებთან ერთად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
  • საფასო პოლიტიკის კონტროლის პროცესში მონაწილეობა; კონკურენტების ფასების კონტროლში მონაწილეობა;
  • სხვა სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად მომხმარებელთა ახალი მოთხოვნების გამოვლენა/დამუშავება;
  • რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
  • სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
  • საქონლის კატეგორიების მატრიცის შექმნაში მონაწილეობის მიღება;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით;
  • უცხო ენების ფლობა (უპირატესობად ჩაითვლება);
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Microsoft excel-ის კარგად ფლობა.


დამატებითი
ინფორმაცია

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • პირველადი გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან;
  • საბოლოო გასაუბრება შესყიდვების სამსახურის უფროსსა და გენერალურ დირექტორთან;

 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ვადა 20 ნოემბერი 2018 წელი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებას!