English
EN GE

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  აცხადებს  სტაჟირებას ფარმაცევტული აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში. 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი 

სამუშაო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე, სტუდენტებისთვის განიხილება გრაფიკის მორგებაც. 

ანაზღაურება: სტაჟირება არაანაზღაურებადია

 

ძირითადი მოვალეობები:

  • აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღწერა, აღრიცხვა;
  • აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემის კონტროლი განყოფილებების მიხედვით;
  • განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისად მოქმედება;
  • აფთიაქში არსებულ პროდუქციაზე  ნაშთის კონტროლი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

    

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:   

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფარმაციის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სასურველია კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ენერგიული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
    -

 განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 ნოემბერი, 2018

დაინტერესებულმა პირებმა მიჰყევით ლინკს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/stajireba-farmacevtuli-agricxvis-operatoris-poziciaze-tbilisi.page

 „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
-

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.