EN GE

ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის.

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ ავტორიზებულია 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით 5 წლის ვადით 2020 წლის ჩათვლით გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს ავტორიზაციის შესახებ