English
EN GE

შპს ,,ქარდ სოლუშენ“-ი წარმოგიდგენთ პროექტს

 

ესაა ინფორმაცია კომპანიის შესახებ, რომელსაც შპს „ქარდ სოლუშენ“-ი წარმოადგენს საქართველოში:

სახელწოდება: ENTRUST DATACARD      (www.entrustdatacard.com)

საქმიანობა: საპერსონალიზაციო სისტემები, უსაფრთხო ტრანზაქციები, სამთავრობო და საბანკო გადაწყვეტილებები. ყოველდღიურად მსოფლიოში 10 მილიონზე მეტი პერსონალიზაცია და წელიწადში მილიარდზე მეტი უსაფრთხო ტრანზაქცია.

მდებარეობა: აშშ, მინესოტას შტატი

დაფუძნებულია: 1969 წ.

ოფისები: მსოფლიოს 150 ქვეყანაში გააჩნია გაყიდვების და მომსახურების ოფისები.

 

კომპანიის შესახებ

კომპანია 18 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამთავრობო, საბანკო სეგმენტი წარმოადგენს.  მომავალი გამოწვევები გვაფიქრებინებს უსაფრთხო და მობილურ გადაწყვეტილებებზე, რაც უფრო დაცულს გახდის  ქვეყანას.   კომპანიის ტექნოლოგიები ეხმარება საბანკო და სამთავრობო სეგმენტებს რთული ამოცანების გადაწყვეტაში.

ყოველწლიურად კომპანიის გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფილია 5 მილიონზე მეტი უსაფრთხო ტრანზაქცია და ყოველდღიურად  ხორციელდება 4’500 -ზე მეტი პერსონალიზაცია, როგორ ვაკეთებთ ამას? ..... ერთად,  შემოგვიერთდით და ერთად გავხადოთ მობილური და უსაფრთო ჩვენი ქვეყანა!

 

განცხადება 

ENTRUST DATACARD-ი აცხადებს სტაჟირებას საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს სტუდენტებისათვის, თავაზობს გასაუბრებას და შემდგომ რამდენიმე თვიანი სტაჟირების გავლას ინდივიდუალური დასწრების გრაფიკით. ამ პერიოდში შერჩეულ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს,  აქტიურად ჩაერთონ შესაბამის პროექტებში.  პრაქტიკული აქტივობების შედეგად სტუდენტები შეიძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს.

სტაჟირების პერიოდში სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან კომფორტული სამუშაო პირობებით (საოფისე სივრცე, ინდივიდუალური კომპიუტერები, საკომუნიკაციო საშუალებები) და მიეცემათ გაყიდვების სფეროში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის საშუალება.


მოლოდინი 

სტაჟირების დასრულების შემდეგ, გამორჩეული და წარმატებული სტუდენტები დასაქმდებიან კომპანიაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: job.vacancy@datacard.ge