English
EN GE

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ დაფუძნდა 2001 წელს, როგორც ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

2007 წლიდან უნივერსიტეტმა ქართველ სტუდენტებს შესთავაზა თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების შესაბამისი შენობა და პირობები ახალ მისამართზე და მას შემდეგ, უნივერსიტეტი მდებარეობს თბილისის ისტორიულ ნაწილში, ისანი-სამგორის რაიონში. მისამართი: წინანდლის ქ. N9.

2009 წელს უნივერსიტეტი აკრედიტებულ იქნა სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ.

2014 წელს უნივერსიტეტი ავტორიზებულ იქნა ახალი საავტორიზაციო სტანდარტის შესაბამისად, 2020 წლამდე.

ამჟამად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 23 აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათგან - 9 საბაკალავრო, 7 - დამატებითი/Minor სპეციალობის, 1 ერთსაფეხურიანი, და 5 სამაგისტრო პროგრამა.

უნივერსიტეტის 4 ფაკულტეტზე - ბიზნესის მართვის, სოციალური მეცნიერებების, იურიდიულ და სამედიცინო ფაკულტეტზე მოღვაწეობს 133 პროფესორი და 97 მოწვეული ლექტორი.

2014, 2015 და 2016 წლებში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, ერთიანი ეროვნული გამოცდების და მობილობის შედეგების შესაბამისად, არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.