English
EN GE

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მისია არის თანამედროვე სტანდარტების საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტისათვის პიროვნული შესაძლებლობის მაქსიმალურად რეალიზებას, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში თანამედროვე ცოდნის შეთავაზებას, წარმატების ხელშეწყობაზე ორიენტირებული აკადემიური სივრცის ჩამოყალიბებასა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში ეროვნული, კულტურული ცნობიერების დამკვიდრებაში საგანმანათლებლო დაწესებულების საზოგადოებრივი ამოცანების რეალიზებას.

სეუ თავისი მისიის განხორციელების მიზნით თანამედროვე ევროპული საგანმანათლებლო სტანდარტების შესატყვისად უზრუნველყოფს:

აკადემიურ თავისუფლებას არჩევანის თავისუფლებას და შესაძლებლობებს კრიტიკული აზროვნების გამომუშავებას საკუთარი ქმედებების შედეგებზე პასუხისმგებლობის გრძნობის გაცნობიერებას წარმატების წახალისებას სტუდენტის პიროვნული შესაძლებლობების გამოვლენის და განვითარების ხელშეწყობას

საგანმანათლებლო მომსახურება სეუ-ში ხორციელდება:

  • თანამედროვე გამოწვევების შესატყვისი ცოდნის შეთავაზებით;
  • შეზღუდული შესაძლებლობების სტუდენტებისათვის სწავლის ხელსაყრელი პირობების შექმნით;
  • სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისებით;
  • საქართველოსა და უცხოეთის უმღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობით;
  • კურსდამთავრებულთათვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი როლის შესრულების პერსპექტივის უზრუნველყოფით;

უნივერსიტეტი თავის საგანმანათლებლო საქმიანობას წარმართავს ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების, მედიცინის, სამართლისა და განათლების აკადემიური მიმართულებებით.