English
EN GE

სეუ-ს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი და კარიერული განვითარების ცენტრი აგრძელებს ტრენინგ კურსების ციკლს. ამჯერად სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გთავაზობთ მასტერკლასს: "გასაუბრების ხელოვნება".

ტრენინგს წარუძღვებიან პსპ ჯგუფის შერჩევის განყოფილების წარმომადგენლები:
თამარ ჩხეიძე - პერსონალის რეკრუტინგისა და შერჩევის განყოფილების უფროსი
თამარ აბაშმაძე - პერსონალის რეკრუტინგისა და შერჩევის განყოფილების სპეციალისტი
ნინო ხუროშვილი - პერსონალის რეკრუტინგისა და შერჩევის განყოფილების სპეციალისტი
-

თემები:
რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ვემზადებით გასაუბრებისთვის;
ჩაცმის სტილი - დრეს კოდი;
სწორი/არასწორი ქმედება გასაუბრებისას;
იდივიდუალური ქეისების განხილვა;
მოდელირებული გასაუბრება; 
-

მიიღეთ რჩევები უშუალოდ დამსაქმებლისგან!
გელოდებით 30 ოქტომბერს, 18:00-საათზე სეუ-ს საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორიის N713)

მონაწილეებს გადმოგეცემათ სერთიფიკატები!

დასწრების მსურველებმა სერთიფიკატის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა https://bit.ly/2ywRl06