English
EN GE

კრედიტების აღიარება გულისხმობს სტუდენტის მიერ სხვა უნივესიტეტში / სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი სასწავლო კურსის შესაბამისობის დადგენა მისი ახალი პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსებთან, და აღნიშNული საფუძვლით ამ საგნების ჩათვლას ახალი პროგრამის მიზნებისათვის

აღიარებას ექვემდებარება იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის მიერ გავლილი და ახალი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.

იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული სტუდენტის ახალი საგანმანათლებლო პროგრამით, შესაძლებელია ახალი პროგრამით გათვალისწინებული თავისუფალი კრედიტების ფარგლებში

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა კვალიფიკაციის მინიჭება, არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სხვა საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის