English
EN GE

მობილობის უფლება აქვს პირს, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა და სწავლობდა არანაკლებ 1 წლის განმავლობაში.

მობილობის უფლება ასევე აქვს:
სტუდენტს, რომელსაც შეჩერებული აქვს სტატუსი
სტუდენტის სტატუსშეწყვეტილ პირს, სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში;

მობილობის განხორციელებისთვის აუცილებელია მობილობის უფლების მოპოვება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტრონულ პორტალზე "www.students.eqe.ge" რეგისტრაციის შედეგად.

სტუდენტის მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში, ორჯერ უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.

მობილობის გამოცხადების შემდეგ სეუ-ს რექტორი ადგენს ვადას. ამ ვადაში მობილობის მსურველებმა უნდა წარადგინონ დოკუმენტაცია, მათ მიერ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლის პარალელურად;

მობილობის მსურველს ევალება წარმოადგინოს სეუ-ში შემდეგი დოკუმენტაცია

  • განცხადება მობილობის განხორციელების სურვილის შესახებ
  • პირადობის მოწმობა
  • აკადემიური ცნობა / სასწავლო ბარათი

სეუ ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება დადასტურებული უნდა იყოს მობილობის მსურველის მიერ.

უნივერსიტეტი უფლებამოსილია საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის განსაზღვროს წინაპირობები, რაც გულისხმობს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენას. ამ თავსებადობის არარსებობა პირის მობილობით ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველია.