English
EN GE

მაგისტრატურაში ჩარიცხვის წესი

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების/საერთაშორისო გამოცდების, შიდა/გარე მობილობის საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

სეუ-ში სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობებია შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები სპეციალობასა და უცხო ენაში (B2 დონე).

B2 დონის დადასტურება შესაძლებელია ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტით

  •  BEC exam and CELS exam – Vantage
  •  Cambridge exam – FCE
  •  Pritman ESOL International
  •  TOEIC – 541
  •  TOEFL – 500 (paper - based) 173 (computer - based)  61 (internet - based)

სხვა ენების შემთხვევაში, შესაბამისი კომპეტენციის დონე განისაზღვრება კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნებით.

მაგისტრანტების კანდიდატების რეგისტრაცია

სეუ-ს მიერ განსაზღვრული სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია მიმდინარეობს სეუ-ში, რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში.

ადმინისტრაციული რეგისტრაცია მოიცავს მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ შემდეგი აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენას:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბაკალავრის დიპლომი, ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე)
  • საერთო სამაგისტრო საგამოცდო ბარათი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები
  • ფოტოსურათი 3x4 და CD
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (ვაჟებისათვის)
  • უცხო ენის ცონის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ( Cambridge FCE; BEC Vantage, IELTS 5; TOEFL iBT 87, PTE General Level 3, PTE Academic 59, Trinity ISE II)

მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოცდის შედეგების სეუ-ს ოფიციალურ ვებგვერდეზე გამოქვეყნებიდან 3 დღეში მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს მიმართოს სეუ-ს სამაგისტრო გამოცდების საპრეტენზიო საბჭოს საპრეტენზიო განაცხადით, რომელიც განიხილავს პრეტენზიებს და საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 2 დღეში იღებს გადაწყვეტილებას პრეტენზიების დაკმაყოფილებაზე ან არდაკმაყოფილებაზე.

საპრეტენზიო საბჭოს მუშაობის დასრულებიდან 2 დღეში სეუ გამოსცემს მაგისტრატურაში ჩარიცხვის ბრძანებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჩარიცხვა სამაგისტრო გამოცდების გარეშე

სეუ-ში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე სწავლა დასაშვებია:

  •  მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  •  პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
  •  მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ: 
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
  • პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.