English
EN GE

სს "ფოსტა Pay" არის საქართველოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერი  კომპანია, რომელიც იწვევს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სტუდენტებს სტაჟირებაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში.


ძირითადი
მოვალეობები:

  • თანამშრომლების ტექნიკური დახმარება კომპიუტერული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკის გამართვასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე, მომართვებზე;
  • თანამშრომლების ტექნიკური დახმარება პირისპირ კომუნიკაციით ან სატელეფონო რეაგირებით;
  • ტერმინალ სერვერზე ახალი მომხმარებლის (user- ის) პროფილების გამართვაში მონაწილეობის მიღება;
  • სერვისების ავტომატიზაციის უზრუნველყოფა;
  • კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

 

მოთხოვნები:

  • მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა)
  • Microsoft Windows ოპერაციის სისტემების ცოდნა (XP, 7, 8);

 

პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კრეატიული აზროვნება
  • ორგანიზებულობა
  • კომუნიკაბელურობა

 

სტაჟირების ბენეფიტები:

  • განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • სტაჟირების პერიოდში თეორიული ცოდნის გაღრმავება;
  • გამოცდილების მიღების შესაძლებლობა;
  • მეგობრულ ატმოსფერო;

 

სტაჟირების პირობები:

  • სტაჟირების პერიოდი 6 თვე
  • სტაჟირების ადგილი ქ.თბილისი
  • გრაფიკი თავისუფალი
  • სტაჟირების პერიოდში ანაზღურებადი იქნება ტრანსპორტირება და კვება
  • სტაჟირების დასრულების შემდგომ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
  • სტაჟირების დასრულების შემდეგ, წარმატებული სტუდენტი დასაქმდება ნახევარ განაკვეთზე.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად მითითებულ მეილზე:

hr@postapay.ge